Sunday, March 18, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა


 პროექტის სახელწოდება:      ,,ვაგროვებთ კაპიტალს’’
პროექტის მთავარი იდეა:  მეტი მოგების მიღების მიზნით კაპიტალის სწორად  დაგროვება.
პროექტის აქტუალობა:   ცნობილი ფაქტია, რომ შექმნილი კაპიტალის სწორად წარმართვა, მისი სწორად დაბინავება ისევე რთული და მნიშვნელოვანია, როგორც თავად შექმნა, დაგროვება კაპიტალისა. ამდენად, ძალიან სასარგებლოა, როცა მოსწავლე ადრეულ ასაკშივე ახერხებს გარკვეული ვარიანტებიდან  საუკეთესოს არჩევას.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა შეძლონ , მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, დაახარისხონ, გადაამუშაონ, და გამოიტანონ დასკვნები.
მონაწილეთა ასაკი: XI  კლასელები;
მოსალოდნელი შედეგები:
Ø  მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ბანკებიდან საპროცენტო სარგებლის ოდენობისა და ტიპის შესახებ;
Ø  მოსწავლეები დაახარისხებენ ინფორმაციებს ტიპების მიხედვით;
Ø  მოსწავლეები შექმნიან , გამოიყვანენ მოგების დამთვლელ ფორმულებს სხავადასხვა შემთხვევებში;
Ø  მოსწავლეები შეიტანენ ინფორმაციასა და ფორმულების დახმარებით EXCEL- ში წარმოადგენენ შესაძლო მოგებებს;
Ø  ცხრილებზე დაკვირვებით მოსწავლეები გააკეთებენ სწორ არჩევანს;
Ø  მოსწავლეები მოამზადებენ  გაწეული სამუშაოს  პრეზენტაციას;
Ø  მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევითი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
Ø  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ბლოკნოტები, პასტები, კომპიუტერი, პროგრამები EXCEL  ;  PowerPoint;სახელმძღვანელო მათემატიკაXI,   გოგიშვილი, ვეფხვაძე,...სამგზავრო ბარათები; ბანკებთან შუამავლები.
პროექტის მსვლელობა:
1.      მოსწავლეებს ვაცნობ შემდეგ ამოცანას, პრობლემას: სააქციო საზოგადოება ,, თბილი კერა“, რომელიც აშენებს საცხოვრებელ ბინებს,   პოტენციურ აქციონერებს სთავაზობს ასეთ პირობებს: თუ აქციონერი შეიძენს  მინიმუმ 5000 ლარის აქციებს, მაშინ მას ყოველთვიურად დაერიცხება აქციების ღირებულების 0,98%მოგება, მატრივი პროცენტის ფორმულით; ხოლო 0,9% რთული პროცენტის ფორმულით, ოღონდ მინინუმ 18 თვე არ უნდა გაყიდოს აქციები.
2.      რა არჩევანი გააკეთოს მოქალაქემ, რომელსაც ასევე აქვს შანსი ფული ჩადოს ბანკში ანაბრის სახით.
3.      გავმართავთ დისკუსიას და გონებრივი იერიშის გზით ჩამოვთვლით საკითხებს, რომელთა განხილვა, შესწავლა, ან შესრულება მიგვიყვანს სწორ დასკვნამდე;
4.      სურვილის მიხედვით შევქნი მოსწავლეთა ჯგუფებს , რომლებიც იმუშავებენ ცალკეულ საკითხებზე;
5.      ჯგუფებს  დავარქმევთ სახელებს და გავუნაწილებ სამუშაოს; სავარაუდოდ გვეყოლება შემდეგი სახელწოდების ჯგუფები (მათი დავალებიდან გამომდინარე):
*    ,,შემგროვებლები“,
*    ,,დამხარისხებლები“,
*    ,,ალგებრისტები“,
*    ,,პროგრამისტები“
*    ,,პრეზენტატორები“.
6.      მოსწავლეებთან ერთად შევქმნი პროექტის შეფასების რუბრიკას;
7.      ამ მომენტიდან 2 კვირის ვადაში ჯგუფები შეასრულებენ დაკისრებულ დავალებას.
დანიშნულ დღეს მოხდება პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
საგნებთან კავშირი: პროექში გამოკვეთილია კავშირი ეკონომიკასთან და ისტ-თან, ხოლო  მიზნები და მოსალოდნელი შედეგები პირდაპირ კავშირშია ესგ-თან.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გულუა
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: GULUA.NINO@GMAIL.COM
 ვებ. გვერდი: ninogulua1.blogspot.com





სავარაუდო ცხრილი excel-ში


სააქციო საზოგადოება ,,თბილი ოჯახი''
შეძენილი აქციების ღირებულება ლარებში
5000
5000


მოგების დარიცხვის ტიპი
მარტივი პროცენტი
რთული პროცენტი


სათვლელი კოეფიციენტი
49
1.009


პროცენტის რაოდენობა
0.98%
0.90%
0.009


დაგროვილი მოგება
დაგროვილი მოგება


1 თვის შემდეგ
5049
5045


2 თვის შემდეგ
5098
5090


3 თვის შემდეგ
5147
5136


4 თვის შემდეგ
5196
5182


5 თვის შემდეგ
5245
5229


6 თვის შემდეგ
5294
5276


7 თვის შემდეგ
5343
5324


8 თვის შემდეგ
5392
5372


9 თვის შემდეგ
5441
5420


10 თვის შემდეგ
5490
5469


11 თვის შემდეგ
5539
5517.9


12 თვის შემდეგ
5588
5567.5


13 თვის შემდეგ
5637
5617.7